„სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, მოადგილე ლევან ლიპარტელიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ხუტა მუკბანიანი, ირაკლი ქურასბედიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ხელედის, რცხმელურისა და ხოფურის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანია მოქალაქეებისთვის ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ დეტალების გაცნობა და საჭიროებების განხილვა.
პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში 10-დან 12 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. აღსანიშნავია, რომ პროექტების შერჩევის პროცესი თავად მოსახლეობის აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს.
შეხვედრები, მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან ეტაპობრივად გაიმართება.





