კულტურა

  /  კულტურა

არასამეწარ,( არაკომერციული). იურიდიული პირი ლენტეხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებადირექტორი: ბესარიონ გაზდელიანი ტელ: 595 08 52 30

მის: .ლენტეხი  ჭავჭავაძის N 4 .

ა.(ა).ი.პ ლენტეხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება შედგება გამგეობისა და მისი სტრუქტურული ერთეულებისგან .

ა.(ა).ი.პ ლენტეხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურის და შემოქმედებითი დარგის შემდეგი ორგანიზაციები:

  1. ფოლკლორული ანსამბლი „ლილე“ : დირექტორი: ნუგზარ ლიპარტელიანი
  2. მუსიკალური სკოლა „იავნანა“: დირექტორი: ნანა მეშველიანი
  3. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი „ძიება +“, დირექტორი: ნინელი ონიანი
  4. ლენტეხის სამხატვრო სკოლა, დირექტორი : თამილა ლიპარტელიანი
  5. ჩოლურის თემის ფოლკლორის სახლი „მიჟე ნარი“, დირექტორი: ვახტანგ მუკბანიანი
  6. ფოლკლორული ანსამბლი „ლაშხეთი“, დირექტორი: ბესო გაბიანი
  7. ხელედის კულტურის სახლი, დირექტორი : ვასილ გვიჭიანი.
  8. ნანარის კულტურის სახლი, დირექტორი: ნანუშა ქურასბედიანი
  9. სასოფლო საკლუბო დაწესებულებები:
  • რცხუმელურის კლუბი, გამგე:გულო ტვილდიანი.
  • ყვედრეშის კლუბი, გამგე:ბენდელიანი ნატო.
  • ხოფურის კლუბი, გამგე:ქურასბედიანი მარინა.
  • ჟახუნდრის კლუბი, გამგე:გულბანი მარინა.
  • სასაშის კლუბი,გამგე:ონიანი გულნარა.
  • ჩიხარეშის კლუბი, გამგე:ჩეგიანი მარიეტა.
  • მელეს კლუბი, გამგე: მუკბანიანი მერი.

კულტურის  გაერთიანებაში არსებული დაწესებულები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ადგილობრივ, რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო ღონისძიებებში, კონკურსებსა და ფესტივალებში.  მოპოვებული აქვთ  წარმატებები  და  დაჯილდოებული არიან  დიპლომებით, მედლებითა და სიგელებით.

                        ლენტეხის მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლები

ლენტეხი  მდიდარია მუსიკალური ფოლკლორით. განსაკუთრებით აღსანიშნავია საგალობლები (ლილე, დიდება, დიდება მთავარანგელოზებს, რიო, ჯგირაგ, კვირია, ბარბალ დოლაშ…), საგმირო და საწესო ფერხულები (თამარ დეფალ, მირმიქელა, ყანსავ ყიფიანი), ასევე, ლირიკული და სახუმარო სიმღერები. სვანურმა ყოფამ დღემდე შემოინახა სიმღერის განსაკუთრებული სახე, სამგლოვიარო საგალობელი- ,,ზარი’’, რომელსაც მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლები: ,,ლაგუშედა’’, ,,ლილე’’, ,,მიჟე ნარი’’,  ,,ლაშხეთი’’, ,,ლამარია’’ და ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,სვანეთის შვილები’’.

 

გელა გუგავას სახელობის ფოლკლორული ანსამბლი ,,ლაგუშედა’’

ანსამბლი ,,ლაგუშედა’’  (სვანურად ნიშნავს ,,ღმერთო შეგვეწიე’’) შექმნა 1995 წ. ანსამბლის ჩამოყალიბების იდეა ეკუთვნის კულტურის განყოფილების იმდროინდელ გამგეს, გელა გუგავას. იდეას მხარი აუბა ვეტერან მომღერალმა ჯოკია გუგავამ, რასაც თანადგომა გაუწიეს ღვაწმოსილმა მომღერლებმა: შოთა ქურასბედიანმა, შალვა გულბიანმა, ბიქტორ ტვილდიანმა. ასე შედგა ,,ლაგუშედას’’ ხერხემალი… ავტორიტეტული ხუთეულის გვერდით დგომა რაიონის მკვიდრთა მრავალმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ მოინდომა. ანსამბლის საქმიანობას მთელი თავისი შემოქმედებითი ნიჭით სიცოცხლის ბოლომდე მხარში ედგა ხელოვანი ქალბატონი ლამარა ბენდელიანი და კულტურის ცენტრის ამჟამინდელი დირექტორი მაყვალა გაზდელიანი.

25 წევრი გაერთიანდა ანსამბლში, რომელსაც დაარსებიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა კულტურის დამსახურებული მოღვაწე, ღირსების მედლისა და ორდერის კავალერი,  ,,სახალხო განათლების წარჩინებული’’, საერთაშორისო და რესპუბლიკური ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი, მრავალი ოქროს მედლისა და ,,გრან-პრის’’ მფლობელი, სვანური სიმღერების მოამაგე ბატონი გელა გუგავა.

ანსამბლმა შემოქმედებითი საქმიანობით ღირსეულად გააგრძელა მემკვიდრეობით მიღებული უმდიდრესი ტრადიციები, რასაც თავის დროზე თავდაუზოგავად ემსახურებოდნენ ჩვენი სახელოვანი წინაპრები იოსებ მუკბანიანი და ჯოკია მეშველიანი.  ,,ლაგუშედამ’’ თავისი არსებობის მანძილზე უზრუნველყო სვანური სიმღერების, ფერხულებისა და საგალობლების მოძიება, აღდგენა და პოპულარიზაცია, რაც ამშვენებს ქართულ ფოლკლორს.

ანსამბლმა ,,ლაგუშედამ’’ 23 წლის მოღვაწეობის მანძილზე ჩაწერა მრავალი ხალხური სიმღერა და საგალობელი. რეპერტუარი მოიცავს, როგორც სიმღერებსა და ხალხურ საკრავებს, ასევე საეკლესიო, საფერხულო და სადიდებელ-სავედრებელ სიმღერებს:  ,,ლაგუშედა’’,  ,,თამარ დედფალ’’, ,,ლილე’’, ,,ყანსავ-ყიფიანე’’, ,,დიდებათა’’, ,,მურზაი ბეთქილ’’, ,,მირანგულა’’, ,,კვირია’’, ,,წმინდაო’’, ,,სვანური ზარი’’, ,,სოზარ ციოყ’’, ,,ამირანის ფერხული’’, ,,ლენტეხური მგზავრული’’, ,,შიშა იგერგილ’’,  ,,ბაი-ილბა’’, და მრავალი სხვა…

   

                                                          ანსამბლი ,,ლილე’’

ანსამბლი ,,ლილე’’ ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული ფოლკლორული ანსამბლია რესპუბლიკის მასშტაბით.  1933 წ. ,,ლილეს’’ ჩამოყალიბების ინიციატორი, მაშინდელი რაიკომის 1-ლი         მდივანი , თავისი კუთხის დიდი მოამაგე და ენთუზიასტი ირაკლი ქურასბედიანი იყო. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ანსამბლს ხელმძღვანელობდნენ უნიჭიერესი ლოტბარები: მურძაყან დადეშქელიანი, ილია ფალიანი, იოსებ მუკბანიანი, გრიგოლ მეშველიანი, მიტუშა ონიანი და განსაკუთრებით აღსანიშნავია რესპუბლიკის სახალხო არტისტი ჯოკია მეშველიანი, რომელმაც 44 წელი უხელმძღვანელა  ,,ლილეს’’ და მის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.

2010 წლიდან ანსამბლს სათავეში სვანური ფოლკლორის შესანიშნავი მცოდნე, ლოტბარი გულად ლიპარტელიანი ჩაუდგა, ქორეოგრაფიას-რობერტ ბენდელიანი. ,,ლილე’’ არაერთი ფოლკლორული ეროვნული ფესტივალის ლაურეატია. ანსამბლის რეპერტუარში შედის როგორც კუთხური სვანური, ასევე საქართველოს სხვადასხვა მხარის ფოლკლორის  უნიკალური ნიმუშები, პარალელურად  მიმდინარეობს ძველის მოძიებაც, დამუშავება და მათი პოპულარიზაცია. ანსამბლის ბაზაზე არსებობს კუთხური საკრავების- ჭუნირისა და ჩანგის შემსწავლელი წრე, სადაც ძირითადად გაერთიანებული არიან ბავშვები და ახალგაზრდები.

ანსამბლი ,,მიჟე ნარი’’

მიჟე ნარისამი თაობის ანსამბლი

ჩოლურის თემის სოფელ ჭველფის უხუცესებს ჯუმბერ მუკბანიანისათვის უთხოვიათ შეექმნა ანსამბლი, რომელიც სვანურ სასიმღერო ტრადიციას შეინარჩუნებდა და აღადგენდა. ასეც მოხდა, 1996 წელს სვანეთში, ლენტეხში, ჩოლურის თემის13-მდე სოფლის უხუცესების, ახალგაზრდობის ჩართულობითა და ჯუმბერ მუკბანიანის ხელმძღვანელობით ანსამბლი სახელწოდებით ,,მიჟე ნარისვანურად მზის შუქი, მზის ნათელი დაარსდა.

განსაკუთრებულია ,,მიჟე ნარის შემადგენლობადღეს ანსამბლი ჩოლურის თემის სხვადასხვა სოფლის 16 წარმომადგენლისაგან შედგებაუხუცესი 90 წლის ჯუმბერ მუკბანიანია, ყველაზე პატარა წევრი კი მისი შვილიშვილიანსამბლში სამი თაობა მღერის.

ანსამბლმა შემოინახა, აღადგინა და გადაარჩინა იშვიათი სვანური სასიმღერო ნიმუშები და ვარიანტებიბეთქილი, მეჩი ყარა, მარმალ მიქელოდია, დავხედარი, სტუმარმასპინძლური (ოი ხიადულარ), ზარი(ჩოლურული ) ვარიანტი და სხვა.

 

                        ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,სვანეთის შვილები’’

 

2012 წლის  1 იანვარს, ლენტეხის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ქორეოგრაფიის წრის ხელმძღვანელად დაინიშნა  საუკეთესო პედაგოგი, ქორეოგრაფი იური ბენდელიანი.

ლენტეხის მოსწავლე-ახალგაზრდობის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,სვანეთის შვილები’’ წლების განმავლობაში მონაწილეობას იღებდა   ადგილობრივ და სხვადასხვა გასვლით ღონისძიებებში, როგორც რესპუბლიკურ ისე  საერთაშორისო კონკურსებსა და  ფესტივალებში.  მოცეკვავეები საუკეთესო  საშემსრულებლო ოსტატობისთვის დაჯილდოვებული არიან   მედლებითა  და სიგელებით, ასევე პირველი ხარისხის დიპლომებით.   ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითმა კავშირმა ,,სვანეთის შვილებს’’ ,,სანიმუშო საბავშვო სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლის’’ წოდება მიანიჭა.  ,,კავკასია-2015’’ წლის ფესტივალზე ქორეოგრაფ იური ბენდელიანს მიენიჭა ქართული ქორეოგრაფიის ამაგდარის საპატიო წოდება, დაჯილდოვდა მედლით.

ანსამბლი ,,სვანეთის შვილები’’ კვლავაც აგრძელებს განვითარებასა და წინსვლას.

 

ლენტეხის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი-ეთერ მეშველიანი   ტელ: 595 09 79 47

(თამარ მეფის ქუჩა N7)

 

 

ლენტეხის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში შედის 1 სარაიონო, 1 საბავშვო და 15 სასოფლო ბიბლიოთეკა (მებეცის, მელეს, შკედის, ჩიხარეშის, ჟახუნდერის, სასაშის, საყდარის, თეკალის, ლესემის, ხელედის, გულიდის, ნანარის, ყვედრეშის, ხოფურის, რცხმელურის). გაერთიანებაში მიმდინარეობს საგანმანათლებლო მუშაობა, იმართება ლიტერატურული და თემატური საღამოები და სხვა. გაზრდილია  ბიბლიოთეკით მოსარგებლეთა რიცხვი.