მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა

  /  მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა

დროშა ვერტიკალურად არის გაყოფილი ორ ნაწილად:

I ნაწილი- ლაჟვარდოვან ველზე სამი ოთხსხივიანი ოქროს ვარსკვლავი.

II ნაწილი- წარმოადგენს ზურმუხტოვან ველს.

 

გერბი

გერბი იყოფა სამ ნაწილად.

I ნაწილი- ვერცხლის ველზე შავი აღჭურვილი დათვი (ეშვები, ბრჭყალები წითელია).

II ნაწილი- ლაჟვარდოვან ველზე სამი ოთხსხივიანი ოქროს ვარსკვლავი.

III ნაწილი- ზურმუხტოვან ველზე ოქროს ტახტი, რომლის ზემოთაც მოთავსებულია  სვანური ვერცხლის ქუდი.

გერბის თავს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი- სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია კარიბჭით. ფარის ქვეშ მოთავსებულია ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი ,,ლენტეხი.’’