ლენტეხის მუნიციპალიტეტში რაგბის ფესტივალი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი დაესწრო.
სპორტული ღონისძიება, ღვაწლმოსილი და ცნობილი მორაგბის, ოლეგ ლიპარტელიანის დაბადების დღეს მიეძღვნა და მასში დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაგბის კლუბის 16 გუნდი მონაწილეობდა.
ტურნირის დასრულების შემდეგ, მონაწილე სპორტსმენებს მადლობა გადაუხადეს აქტიური ჩართულობისა და ღირსეული ასპარეზობისთვის. ფესტივალის ყველა მონაწილეს მადლობის სიგელები გადაეცა.
მსგავსი სპორტული აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და ქართული რაგბის ტრადიციების განვითარებაში, რაც მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილე მარადი ლიპარტელიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ქურასბედიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

