ტურიზმი

  /  ტურიზმი

ტურიზმის განვითარების ცენტრი ,,ლაილა’’ დირექტორი ბესარიონ ჩანქსელიანი 

ტელ: 598 71 07 01

ლენტეხის მუნიციპალიტეტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარება.  ტურიზმის მიმართულებით მუშაობს ა(ა)იპ. ტურიზმის განვითარების ცენტრი ,,ლაილა’’.  ტურიზმის განვითარების ცენტრის თანამშრომელები ემსახურებიან, როგორც ადგილობრივ ისე უცხოელ ტურისტებს.

ტურიზმის განვითარების ცენტრის თანამშრომელთა გაწეული საქმიანობა ძირითადად შემოიფარგლება შემდეგი აქტივობებით:   მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული  კულტურულ-ისტორიული ძეგლების შესწავლის და აღწერის, ტურისტულად მიმზიდველი და საინტერესო ადგილების მოძიების სამუშაოები ( ტურისტული ბილიკების მოსაწყობად საინტერესო და ხელსაყრელი საბანაკე ადგილები, ტბები, მდინარეები, ჩანჩქერები, მწვერვალები და ა. შ.)  ტურისტული ჯგუფების მომსახურეობა ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით. გიდობა, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებს. ცენტრი ,,ლაილა’’ მუნიციპალიტეტში ტურისტების მოზიდვის მიზნით, თანამშრომლობს  საქართველოს მოლაშქრეთა ფედერაციასთან და მასში შემავალ მოლაშქრეთა კლუბებთან.