სპორტი

  /  სპორტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტში  ფუნქციონირებს ორი სასპორტო დაწესებულება: ა(ა)იპ ლენტეხის სასპორტო სკოლების გაერთიანება და ა(ა)იპ ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის ლენტეხის ოლიმპიური მომზადების ცენტრი.

().იპ. ლენტეხის სასპორტო სკოლების გაერთიანების დირექტორი –  ზაქრო ხვისტანი.   ტელ: 599 360 100

(ახალგაზრდობის ქუჩა N 4)

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლების გაერთიანებაში შედის შემდეგი სპორტული სკოლები და კლუბები:

ა)  კომპლექსური სასპორტო სკოლა;

ბ)  ალპინიზმისა და სამთო-სამაშველო სასპორტო სკოლა;

გ)  სპორტული სკოლა ,,ლაშხეთი’’.,

დ)  საფეხბურთო კლუბი.

სასპორტო გაერთიანებაში სულ 29 თანამშრომელია და ფუნქციონირებს შემდეგი სექციები:  ქართული ჭიდაობის, ძიუდოს, სამბოს, მეკლდეურობის, ფეხბურთის და ფრენბურთის.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის  სასპორტო  ა(ა).ი.პ-ების სპორტსმენები  აქტიურად არიან ჩართული სპორტის სხვადასხვა სახეობებში, საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ ჩემპიონატებში, შეჯიბრებებსა და ტურნირებში.

ამ სფეროში დასაქმებულთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ლენტეხში სპორტი წარმატებით ვითარდება, ძალას იკრებს, ამკვიდრებს და სახელს უხვეჭს ლენტეხურ სკოლას, მთელი საქართველოს და, ალბათ, არ იქნება გადაჭარბება, თუ ვიტყვით – არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით. მხოლოდ იმ ოთხი ლენტეხელი ახალგაზრდა სპორტსმენის გვარ-სახელების ჩამოთვლაც საკმარისი იქნება, რომლებმაც, ლენტეხის გაერთიანების კომპლექსურ სასპორტო სკოლაში ფეხადგმულებმა და დაფრთიანებულებმა, 2019 წელს, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე საქართველოს ღირსების დასაცავად, მრავალჯერ რომ ააწევინეს ყველაზე მაღლა ქართული დროშა, ააგუგუნეს საქართველოს ჰიმნი და ჩემპიონების ოქროს მედლებით დაგვიბრუნდნენ სამშობლოში. უკვე ლეგენდადქცეული-  ეთო ლიპარტელიანი, ასევე, მრავალგზის ჩემპიონები: თორნიკე გვიჭიანი, ლევან გუგავა და ბაჩო მუკბანიანი.

ესტაფეტა გრძელდება. პერსპექტიული სპორტსმენები კვლავაც იზრდებიან ლენტეხის სასპორტო სკოლაში. 2021 წლის 27 თებერვალს, ქ. თბილისში, საქართველოს ჭაბუკ სამბისტთა ჩემპიონატზე, ორმა ლენტეხელმა მოჭიდავემ- ზუკა გალობერმა  53 კგ. წონით კატეგორიაში და ამავე წონაში გიორგი ჩანქსელიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ორივე მათგანი საქართველოს ნაკრების წევრები გახდნენ.

2021 წლის 5 მარტს, ქ. თბილისში საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ჩემპიონატზე გიორგი ჩანქსელიანმა 50 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. 17-18 აპრილს კი ქ. კასპში, საქართველოს პირველობაზე ახალგაზრდებს შორის ქართულ ჭიდაობაში, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა.

ასევე წლების განმავლობაში წარმატებები აქვს მოპოვებული ალპინიზმისა და სამთო-სამაშველო  სკოლასაც. კლდეზე ცოცვაში ჰყავს საქართველოს მრავალგზის ჩემპიონები და პრიზიორები (გიგა ჯანხოთელი და სალომე მეშველიანი)..

 

 

 

                                                    

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

().იპ. ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის ლენტეხის ოლიმპიური მომზადების ცენტრის დირექტორიელდარ ლიპარტელიანი.  ტელ: 599 935 777

(სტალინის ქუჩა N 1)

ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის ლენტეხის ოლიმპიური მომზადების  ცენტრში სულ 9 თანამშრომელია.  ფუნქციონირებს მკლავჭიდისა და  რაგბის  სექციები.

რაგბის სექციის აღსაზრდელები მონაწილეობას იღებენ ბავშვთა სარაგბო ფესტივალებსა და კალენდარულ თამაშებში.

აღსანიშნავია, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სპორტის ეროვნულ ფედერაციებთან კოორდინირებული მუშაობით,  მერიის განათლების, კულტურის, სპორტის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის თანამონაწილეობით და ხელშეწყობით ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა.