რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი გაზდელიანთან ერთად ქალაქში სკრინინგის მიმდინარეობას გაეცნო
ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ასევე სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ლენტეხის მუნიციპალიტეტში სკრინინგის აქცია მიმდინარეობს, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი გამოკვლევით.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მსგავსი სახის სამედიცინო აქციები მომავალშიც განხორციელდება.
ლენტეხში სკრინინგის მიმდინარეობას სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, მერის მოადგილე მარადი ლიპარტელიანი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რეგიონალური დეპარტამენტის რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის განყოფილების უფროსი – ზურაბ ნემსწვერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები გაეცნენ.


