ისტორიული ძეგლები

  /  ისტორიული ძეგლები

,,სვანეთი არის საოცარი, სასიქადულო და საამაყო კუთხე საქართველოსი. აქ ცხოვრობენ ქართველები, რომელნიც საუკუნეების მანძილზე იცავდნენ და იცავენ სიწმინდეს, იცავენ ჩვენს ხატებს, ჩვენს ჯვრებს. სრულიად საქართველომ სწორედ ამ კუთხეს ანდო თავისი დიდი საუნჯე.’’ ( საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია-II)

სვანეთი ქართული ეკლესია -მონასტრების განძთსაცავი იყო. სვანეთში იქმნებოდა დიდი ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. აქვე იწერებოდა და გადაიწერებოდა სასულიერო თუ საერო ჟანრის ხელნაწერები. ამავე დროს, სვანი ოსტატების მიერ დიდი რაოდენობითაა შექმნილი ოქრომჭედლობის, კედლის მხატვრობისა და ხეზე კვეთის ნიმუშები.

ქვემო სვანეთი, ყოველთვის გამოირჩეოდა დიდი ისტორიული წარსულით, კულტურული და ისტორიული ძეგლთა სიუხვით. აქ არსებული ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები, ციხე-კოშკები, ეკლესიები, თავიანთი ისტორიული ღირებულებების გარდა, საინტერესოა ტუტისტული თვალსაზრისითაც. ცაგერ-ლენტეხი-უშგულის, ხელედისა და ფაყის მონაკვეთებზე, ტურისტებსაც და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით დაინტერესებულ პირებსაც, აქვთ  შესაძლებლობა დაათვალიერონ უნიკალური ძეგლები.

ჩვენს მუნიციპალიტეტში-ლენტეხში  არსებული ეკლესიები მცირე ზომისაა, ერთნავიანი და დარბაზული ტიპის.  დამშვენებულია ქართული წარწერებით.  აქ რამდენიმე ეკლესიაში ფრესკები გარეთა კედლებზეც გვხვდება.

აქ შეხვდებით ტაძრებს, რომელთა უმრავლესობა განვითარებული შუასაუკუნეების ფრესკებითაა შემკული.   საგვარეულო კოშკები, მაჩუბები და სალოცავი ნიშები ნამდვილი ეთნოგრაფიული საგანძურია.

ლენტეხის რაიონში მრავალი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლია,

აღსანიშნავია:

1.თეკალის ღვთაების ეკლესია(X-XI სს)

2.ჟახუნდრის წმინდა გიორგის ეკლესია (ჯგრაგ X ს)

  1. ლუჯის ეკლესია (IX-XII სს)

4, ჩუკულის მთავარანგელოზთა ეკლესია (თარიგზელ IX-X სს)

5.ტვიბის მთავარანგელოზის ეკლესია (თარიგზელ X-XI სს)

6.სკალდის მთავარანგელოზის ეკლესია (თარიგზელ IX-X ს)

7.მახაშის წმინდა კვირიკეს ეკლესია (IX-X სს)

8.გულიდის შუასაუკუნეების ეკლესია

9.ჩიხარეშის ყიფიანების საგვარეულო ,,ოქონის”(გვიანდელი შუასაუკუნეების ეკლესია)

10.ძუღარეშის და ალაიდაბის (ადრეული შუასაუკუნეების ციხედარბაზები)

11.ა)თეკალის

ბ) ბულეშის     (თავად გარდაფხაძეების)

გ)ლეუშერის

  1. ჟახუნდრის (მცხეთაშის)
  2. ჩუკულის (თავად გელოვანების)

14.ჩიხარეშის,ყანსავ ყიფიანის ციხე-კოშკები და ლეთოდი (გელოვანთა დედა-ციხე).