განათლება

  /  განათლება

       დაბა ლენტეხის  საგნმანათლებლო   რესურსცენტრი  

 

ლენტეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი-  ბადრი ქარდავა. ტელ: 599 95 07 73

რესურსცენტრში დასაქმებულია 5 უფროსი სპეციალისტი და   1 სპეციალისტი კადრი.

დაბა ლენტეხის  საგნმანათლებლო რესურს-ცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 11 საჯარო  სკოლა.

მათ შორის 2 საბაზო და 9 საშუალო.  მოსწავლეთა რაოდენობა— 496,  მათ შორის 2- სსსმ მოსწავლეა.

მასწავლებელთა რაოდენობა—196. მათ შორის წამყვანია -7 და უფროსი -102 მასწავლებელი.

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სკოლები გამოირჩევიან  მაღალი აკადემიური მოსწრებით,   მოსწავლეები აქტიურად მონაწილობენ სასკოლო ოლიმპიადებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში.   ყოველწლიურად მონაწილეობენ  ეროვნულ-ინტელექტუალურ ჩემპიონატ ,,ეტალონში“  და  წარმატებებსაც აღწევენ.

 

სწავლის მაღალი ხარისხით გამოირჩევა დაბა ლენტეხის N 1 საჯარო სკოლა (დირექტორი ნატო ჯანხოთელი). რაც მოსწავლეთა შედეგებიდან თვალნათლივ სჩანს. თითქმის ყოველწლიურად სკოლას  ჰყავს ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები. ასევე ყოველწლიურად სკოლას ჰყავს საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები, რომელთა საფეხურის ნიშანია დამრგვალების გარეშე 10 და საჩუქრად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან ღებულობენ პორტაბელურ კომპიუტერებს.  სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს საუკეთესო შედეგებით და 100% -იანი გრანტის მფლობელები ხდებიან.

ასევე წარმატებულია რცხმელურის საჯარო სკოლა, სადაც გასული წლის 2 კურსდამთავრებულიდან  ორივემ ოქროს  მედალზე დაამთავრა.

საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებულები და ვერცხლის და ოქროს მედალოსნები თითქმის ყოველ წელს ჰყავს ხელედის საჯარო სკოლასაც.

 

 

ლენტეხის საჯარო სკოლები:

 

N სკოლა დირექტორი ტელეფონი  კორპორაციული
1 სსიპ დაბა ლენტეხის  №1 საჯარო სკოლა ნატო ჯანხოთელი   595-50-92-52
2 სსიპ დაბა ლენტეხის №2 საჯარო სკოლა ლალი ონიანი  598 84 86 89
3  სოფ. ხელედის საჯარო სკოლა მურადი ჩანქსელიანი   595-50-90-29
4  სოფ. რცხმელურის საჯარო სკოლა ხათუნა ტვილდიანი   557-56-15-65
5  სოფ. ხოფურის საჯარო სკოლა ნონა  გაზდელიანი   595-50-91-65
  6 სოფ. თეკალის საჯარო სკოლა მარინა ლიპარტელიანი 595 50 82 63
7   სოფ. ფანაგის საჯარო სკოლა თამილა მარგველიანი  595 50 88 59
8  სოფ. სასაშის საჯარო სკოლა მერაბ ონიანი 551-70-08-02
9  სოფ. ჟახუნედრის საჯარო სკოლა ნინო აფრასიძე 595 43 25 23
10  სოფ. ჩიხარეშის საჯარო სკოლა როზა გველებიანი  595-508-914
  11  სოფ. მელეს საჯარო სკოლა მაია გველებიანი  595 50 89 35

 

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი- ლამზირა გუგავა.  ტელ: 551 87 79 57

(აღმაშენებლის ქუჩა N 18)

         სკოლამდელი აღზრდის ეფექტიანი ფუნქციონირება ლენტეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებაში ფუნქციონირებს  15 მუნიციპალური საბავშვო ბაღი.  1-ბაგა ბაღი დაბა ლენტეხში, ხოლო 14 სოფლად.

ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ლენტეხში ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დაფინანსება. ბაღები გახდა უფასო. აღიჭურვა ინვენტარით. 2018-2020წლებში  განხორციელდა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის სხვადასხვა პროექტი, როგორც დაბა ლენტეხში, ისე სოფლებში: ხელედი, ნაცული, ჩიხარეში, ჟახუნდერი, სასაში, თეკალი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ასევე რცხმელურის, ხოფურის, გვიმბრალისა და შკედის საბავშვო ბაღებში.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულია 29 აღმზრდელ-პედაგოგი. საბავშვო ბაღებს ემსახურება 3 მედდა და 1 ფსიქოლოგი.