USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა

✅ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
✅პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას და ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.
პროგრამა იმუშავებს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების, ინკლუზიური და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვიზების მიწოდების გაუმჯობესების კუთხით და დახმარებას გაუწევს ცენტრალურ ინსტიტუტებს დეცენტრალიზაციისა და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში.
✅USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა წარმოადგენს ხუთწლიან ინიციატივას, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) დაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაო შეხვედრას პროექტის USAID-ის წარმომადგენლები, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის პირები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.
✅შეხვედრაზე შემუშავდა ურთიერთთანამშრომლობის სამუშაო გეგმა. ,,მადლობა გვერდში დგომისთვის, იმ დახმარებისთვის, რასაც ჩვენი მუნიციპალიტეტი თქვენი მეშვეობით შეიძენს. გვაქვს მაღალი მზაობა, რომ ამ მიმართულებით თქვენი ცოდნა გავიზიაროთ, აქტიურად ჩავერთოთ მუნიციპალიტეტის სასწავლო პროცესში, ინფორმაციის გაცვლა-გავრცელების აქტივობებში, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება!’’- აღნიშნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა.