კომპიუტერები საჩუქრად

✅დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების, საბაზო საფეხურის 14 კურსდამთავრებულ მოსწავლეს საჩუქრად პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
????საბაზო საფეხურის წარჩინებით -10 ქულიანი შეფასებით დასრულებისთვის, ჯილდო 14 მოსწავლემ: ნიკოლოზ ტვილდიანმა , მარიამ ლიპარტელიანმა, თამარ ბენდელიანმა, ნინო ხვისტანმა, ნინი ტვილდიანმა, ნია ლიპარტელიანმა, დეა ბენდელიანმა, ლევან გასვიანმა, ლუკა გასვიანმა, თამარ გაზდელიანმა, თამარ ბენდელიანმა, ნინო ლიპარტელიანმა, მარიამ ონიანმა და გვანცა ტვილდიანმა დაიმსახურა.
✅ღონისძიებას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რესურსცენტრის თანამშრომლები დაესწრნენ, რომლებმაც წარჩინებული მოსწავლეები პირადად დააჯილდოვეს.
✅????პორტაბელური კომპიუტერები ბავშვებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გადაეცათ.
✅ვულოცავთ თითოეულ მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას და მომავალში ვუსურვებთ წინსვლას ჩვენი კუთხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ!