დავასუფთაოთ ჩვენი რაიონი

დღეს, დაბა ლენტეხში, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა.
დასუფთავების აქციაში მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მონაწილეობდნენ, რომლებიც ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა გამგეობის წინა და მიმდებარე ტერიტორიები, დაბის სკვერები,ეზოები,ქუჩები,გაისხლა ხეები.
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე ,მსოფლიო მასშტაბით 1993 წლიდან აღინიშნება და მის ფარგლებში მრავალი გარემოსდაცვითი აქტივობები ტარდება.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ თითოეულ მოქალაქეს გავუფრთხილდეთ გარემოს, არ დავანაგვიანოთ და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი რაიონის სისუფთავეზე.