ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე ახალგაზრდებმა მერს ახალგაზრდული მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივები გააცნეს და მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემებზე და იმ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რომლებიც მათი ხედვით, არსებული გამოწვევების დაძლევასა და ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელებას შეუწყობს ხელს.
მერმა ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ პროექტებსა და პროგრამებში აქტიური მონაწილეობისთვის და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენთვის პრიორიტეტია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ მუნიციპალიტეტის განვითარებაში, მოვისმინოთ მათი ინიციატივები და ხელი შევუწყოთ მათ განხორციელებას“, — აღნიშნა გიორგი გაზდელიანმა.
პროექტი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება, მიზნად ისახავს რეგიონებში ახალგაზრდული სფეროს გაძლიერებასა და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას. დელეგატები საკუთარ მუნიციპალიტეტებში გაავრცელებენ ინფორმაციას, გამართავენ სხვადასხვა აქტივობას და ითანამშრომლებენ როგორც ადგილობრივ ახალგაზრდებთან, ისე თვითმმართველობების წარმომადგენლებთან.





