ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გაზდელიანმა, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებები, მიმდინარე პრიორიტეტები და ის პროექტები, რომლებიც უკვე განხორციელდა, ამჟამად მიმდინარეობს ან უახლოეს მომავალში დაიწყება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაგეგმილი სამუშაოების ეფექტიანად განხორციელებას, არსებული გამოწვევების დროულად გადაჭრასა და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღებას.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, თითოეული პროექტი ემსახურებოდეს მოსახლეობის საჭიროებებს და რეალური პრობლემების გადაჭრას. ამ პროცესში მნიშვნელოვანია საზოგადოების მოსაზრებების გათვალისწინება და მოქალაქეთა ჩართულობა, რათა ერთად შევძლოთ მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევების დაძლევა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული პროექტების განხორციელება“, — აღნიშნა გიორგი გაზდელიანმა.
სამუშაო თათბირზე ასევე იმსჯელეს სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტული საკითხების დროულად შესრულებაზე.



