ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშში ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გაზდელიანმა, მერის მოადგილე ლევან ლიპარტელიანთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველთან და მოადგილე ირაკლი ქურასბედიანთან ერთად დაათვალიერა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 327 035 ლარს შეადგენს.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდებში სპორტისადმი ინტერესის გაზრდასა და მათ აქტიურ ცხოვრებაში ჩართვას.



