ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გაზდელიანის ინიციატივითა და თვითმმართველობის გუნდის აქტიური ჩართულობით, ლენტეხში დასუფთავების აქცია გაიმართა.
დასუფთავდა და მოწესრიგდა ბაღები, ქუჩები, საავტომობილო და საფეხმავლო გზები, ასევე ორგანიზაცია-დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიები.
აქციაში ადგილობრივ სამსახურებთან ერთად მონაწილეობდნენ საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი, მოადგილე ირაკლი ქურასბედიანი, მერის მოადგილეები — მარადი ლიპარტელიანი და ლევან ლიპარტელიანი.

