სამუშოები რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი გაზდელიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა, ტაძართან მისასვლელი ბეტონის საფარიანი გზა, ტაძრის წინ სკვერი, ფანჩატური, განათება, მოსასვენებელი ადგილები და სველი წერტილი. აგრეთვე დაგეგმილია ტაძრის ეზოს წინა კედლის მოპირკეთება.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება შეადგენს 239,909 ლარს.




