რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ალუდა თუთისანმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გაზდელიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველმა სოფელ მაცხვარლამეზურსა და ნანარში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და ორ მნიშვნელოვან ლოკაციას მოიცავს:
სოფელ მაცხვარლამეზურში მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზისა და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 107,390 ლარს შეადგენს.
სოფელ ნანარში, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს ბეტონის საფარიანი გზის მოწყობის სამუშაოები, რომლის ბიუჯეტიც 169,459 ლარია.
მიმდინარე პროექტებს ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც გაეცნენ.




