26 მაისს, #ლენტეხში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში 11:00 საათიდან დაიწყება სპორტული და კულტურული აქტივობები.
11:00 საათი – მუნიციპალური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში (ლენტეხის სასპორტო სკოლების გაერთიანების გურამ გუგავას სახელობის ჭიდაობის დარბაზში).
12:00 საათი – სამხატვრო სკოლის აღსაზრდელების, ადგილობრივი ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატებისა და ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა (ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი).
18:00 საათი – კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით (ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრში).


