ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი სოფელ ბავარის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო – ადგილობრივებმა, მერთან ერთად, სოფლისთვის პრიორიტეტული საკითხები და არსებული გამოწვევები განიხილეს.
როგორც შეხვედრისას აღინიშნა, სოფლამდე მისასვლელი გზების მოწესრიგება ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის კომფორტული გადაადგილებისა და სოფლის განვითარებისთვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.
გიორგი გაზდელიანის თქმით, მუნიციპალიტეტი აქტიურად განაგრძობს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და მოსახლეობის საჭიროებებზე დროული რეაგირება ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ლენტეხის მერმა ხაზი გაუსვა მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობას, რათა თითოეული პროექტი სწორედ არსებულ საჭიროებებზე იყოს მორგებული.

