ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გაზდელიანმა, მოადგილესთან ლევან ლიპარტელიანთან ერთად სკალდის მთაზე, მთავარანგელოზის სახელობის ტაძრამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციისა და თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები დაათვალიერა.
ამ ეტაპზე ადგილზე მუშაობს ორი ერთეული სპეციალური ტექნიკა და გზის გაწმენდის პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მოახლოებულ სკალდობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელიც, წელს 31 მაისს აღინიშნება
უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობას მოვუწოდებთ:
გაითვალისწინონ ამინდის პროგნოზი, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, გადაადგილდნენ მაღალი გამავლობის ავტომობილებით
და დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენტეხის სამმართველოს თანამშრომლების რეკომენდაციებს.
გადაადგილების გრაფიკისა და საათების შესახებ დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაცნობებთ.


