ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გაზდელიანმა, მოადგილე მარადი ლიპარტელიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველთან ერთად მუნიციპალიტეტში შემავალი ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პროექტები, განხორციელებული სამუშაოები და არსებული გამოწვევები. საუბარი შეეხო იმ სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებს, რაც მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ეფექტიანი მუშაობისა და კოორდინაციის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს.

