ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, მოადგილე ლევან ლიპარტელიანთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველთან და თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ქურასბედიანთან ერთად, სოფელ ნანარსა და გვიმბრალაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
ორივე სოფელში აქტიურად მიმდინარეობს გზების ბეტონის საფარით მოწყობა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
პროექტის ფარგლებში: სოფელ ნანარში გზის მოწყობის სამუშაოების ღირებულება 169,457 ლარს შეადგენს. სოფელ გვიმბრალაში მიმდინარე სამუშაოების ბიუჯეტი 105,777 ლარია.
ორივე პროექტი ფინანსდება რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, რაც მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის განვითარებას და სოფლების კეთილმოწყობას.




