ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი, მერის მოადგილე ლევან ლიპარტელიანი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი, სამსახურის ხელმძღვანელებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე, სოფლებში არსებულ ვითარებასა და მოსახლეობის საჭიროებებზე.
განიხილეს უკვე დაწყებული ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების მიმდინარეობა, არსებული გამოწვევები და ის საკითხები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად აწუხებს.
ხელმძღვანელი პირების განცხადებით, მსგავსი სამუშაო შეხვედრები მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის ეფექტიანი მართვისთვის, რადგან გადაწყვეტილებების მიღება მოსახლეობის რეალურ საჭიროებებსა და პრობლემებზე დაყრდნობით ხდება. მათივე თქმით, ადგილობრივებთან მუდმივი კომუნიკაცია ხელს უწყობს პრობლემების დროულად გამოვლენასა და ეტაპობრივ მოგვარებას.



