ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით პირველმა, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გამართა.
სხდომას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი განიხილეს. საკრებულოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მოწონებულ იქნა განკარგულების პროექტი:
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასკადურაში, მჟავე წყლის კეთილმოწყობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მოწონების თაობაზე.



