ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველმა, ადგილობრივი თვითმმართველობის, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების საკითხი განიხილა.
ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების შესახებ ინფორმაცია საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ტახუ ჩანქსელიანმა წარადგინა.
მისივე განცხადებით, წლის განმავლობაში დაგეგმილი პროექტების უმეტესი ნაწილი შესრულებულია და ფინანსური მაჩვენებლები შესაბამისობაშია გეგმებთან.
დავით პირველმა არსებული შედეგები შეაჯამა და ყურადღება გაამახვილა მომავალ პრიორიტეტებზე, რაც მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოსახლეობის საჭიროებებს უკავშირდება.


