ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დამტკიცდა.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მიიღეს დადგენილება მუნიციპალური ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის წესების, ასევე საპრივატიზებო და საიჯარო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ.
გარდა ამისა, მხარი დაეჭირა 2026 წელს „სტიქიის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ლენტეხის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხას.



