,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

✅ლენტეხის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები ლენტეხის თემში დაიწყო.
✅შერჩეული პრიორიტეტები ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
✅ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ლასკადურის, კახურის, გულიდის, მელურის და ლექსურის სოფლის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
✅ადგილობრივების უშუალო ჩართულობით, გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
➡️სოფ. გულიდა – გარე განათების მოწყობა
➡️სოფ. კახურა – გარე განათების მოწყობა
➡️სოფ. ლასკადურა – სასაფლაოების შემოღობვა
➡️ სოფ. მელურა-სკვერის კეთილმოწყობა
➡️სოფ. ლექსურა-სამეურნეო დანიშნულების გზის მოწყობა
✅საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად ამ პროგრამის ფარგლებში, წელს, ლენტეხის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 604 000 ლარს. ყველა დასახელებულ პროექტს კი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.
✅აღნიშნული პროგრამა, ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში.
✅შეგახსენებთ, რომ კონსულტაციები 27 თებერვალს დაიწყო და ეტაპობრივად ყველა სოფელს მოიცავს.