,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” ხელედის თემში

✅ლენტეხის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
✅შერჩეული პრიორიტეტები ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
✅ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, სოფელ ხელედის მოსახლეობას შეხვდნენ და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
↘️ ადგილობრივების უშუალო ჩართულობით, გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულება:
➡️სოფ. ხელედი – სასაფლაოების შემოღობვა.
✅საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად ამ პროგრამის ფარგლებში, წელს, ლენტეხის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 604 000 ლარს. ყველა დასახელებულ პროექტს კი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.