,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” რცხმელურის თემში

✅ლენტეხის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
✅შერჩეული პრიორიტეტები ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
✅ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჟახუნდრის თემში სოფლის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
↘️ადგილობრივების უშუალო ჩართულობით, ჟახუნდრის თემში გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
➡️სოფ. ლემზაგორი – წყლის სათავე ნაგებობების ტეაბილიტაცია
➡️ სოფ. ხერია – ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია
➡️სოფ. ლამფალაში- სამეურნეო დანიშნულების გზის რეაბილიტაცია
➡️სოფ. სასაში-სამეურნეო დანიშნულების გზის რეაბილიტაცია
➡️სოფ. ლეკოსანდი – სამეურნეო დანიშნულების გზის რეაბილიტაცია
✅საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად ამ პროგრამის ფარგლებში, წელს, ლენტეხის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 604 000 ლარს. ყველა დასახელებულ პროექტს კი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.