აფხაზინტერკონტი
5 დეკემბერს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის – ფონდი „აფხაზინტერკონტის“ (AIC) ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „საქართველო და ევროკავშირი, ევროკავშირის წევრობის მნიშვნელობა საქართველოს მომავლისთვის“.
ტრენინგს ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების, ახალგაზრდების, სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგების და მოსწავლეების (უფროსკლასელების), სამოქალაქო აქტივისტების, თვითმმართველობების, მუნიციპალიტეტის საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენლები.
ტრენინგის მიზანია საქართველოს ევროკავშირის წევრობის მნიშვნელობის უკეთ გააზრება, იმ ღირებულებებზე ხაზგასმა რომელსაც ეფუძნება ევროპული ოჯახის წევრობა.