ახალი წლის ღონისძიება

????????დღეს, ლენტეხი წლის მთავარი საახალწლო ღონისძიების მასპინძელია, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.
????????მერიის წინ მდებარე, თენგიზ გაზდელიანის სახელობის ცენტრალურ მოედანზე 2 საათიდან დაიწყება საახალწლო ღონისძიება, ამ დროისთვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს.
????????საახალწლო ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, მთელი დღის განმავლობაში, დატვირთული პროგრამა ელოდებათ.
მოეწყობა ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება საბავშვო სივრცე, ზღაპრის გმირების მსვლელობა.
????ღონისძიება გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება, სადაც მონაწილეობას პოპულარული შემსრულებლები მიიღებენ: ,,ალილო’’, დუეტი ,,ლეონი’’, ჯგუფი “რეგიონი”
წამყვანი-დუტა სხირტლაძე