ბიუჯეტის განხილვა

✅ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მონაწილეობით (ჩართულობით) , მომავალი (2024) წლის ბიუჯეტის საჯარო განიხილვები მოეწყო.
✅განხილვები-ჩოლურის თემსა და მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში 5 დეკემბერს გაიმართა.
✅მერის მოადგილემ ზვიადი ლობჟანიძემ დამსწრე საზოგადოებას დეტალურად წარუდგინა დოკუმენტის მონაცემები და მიმართულებები, რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური პროექტები.
✅გაიზრდება როგორც ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილები, ასევე სხვადასხვა ნაწილში დაფინანსებები.
✅ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობდნენ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიადი ლობჟანიძე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ტახუ ჩანქსელიანი, სამსახურის ხელმძღვანელი პირები, ა(ა).ი.პ-ის, სამოქალაქო საზოგადოებისა და u.s.a.d-ის წარმომადგენლები-პაპუნა პეტრიაშვილი და პაატა გობეჯიშვილი.
✅ბიუჯეტის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში საინტერესოდ მიმდინარეობდა.