9 აპრილი

,,9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში თავისუფლებისათვის ბრძოლისა და ერთიანობის დღეა’’!
1989 წლის 9 აპრილიდან 34 წელი გავიდა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარადი ლიპარტელიანმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ჯოკია მეშველიანის სახელობის სკვერში მდებარე 9 აპრილის მემორიალი სიმბოლურად ყვავილებით შეამკეს.
საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით ადამიანი კი მოიწამლა. ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა.
See insights
Boost a post
All reactions:

ხათუნა გრძელიშვილი, მზევინარ ლიპარტელიანი and 45 others