შეხვედრა ზედამხედველებთან

✅მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.
✅მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანმა, მერის მოადგილესთან ბერდია ჩანქსელიანთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების საზედამხედველო კომპანიის შ.პ.ს. ,,ზაისი და კომპანი-ის’’ წარმომადგენლებს და შემსრულებლებს შეხვდა.
✅დეტალურად განიხილეს დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები. იმსჯელეს პროექტებზე არსებულ პრობლემებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე.
✅მუნიციპალიტეტის მერმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა პროექტებზე ტექნიკურ უსაფრთხოების, ვადებსა და შესრულებული სამუშაოების ხარისხზე. სამუშაოების მიმდინარეობასა და შესრულებაზე კონტროლი გახდება უფრო ეფექტური და გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. ამ მიზნით მოხდება პროექტების ყოველდღიური მონიტორინგი.