შეხვედრა კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან

????????საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებითა და ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდის (Youth developmant Fund) მხარდაჭერით ლენტეხში, რეგიონების მხარდასაჭერი მორიგი აქცია გაიმართა.
✅ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან, ნიკოლოზ ცქიტიშვილთან ერთად რეგიონალური განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – შალვა ონიანი და დეპარტამენტის წევრები 10 აპრილს ლენტეხის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ, სადაც საკალათბურთო ინვენტარი ჩაიტანეს.
✅რეგიონალური ფედერაციისთვის საკალათბურთო ინვენტარის გადაცემას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, მერიის სპორტული სამსახურის ხელმძღვანელები, სასპორტო სკოლების გაერთიანების დირექტორი, მწვრთნელები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
✅????საკალთბურთო ინვენტარი _ სათამაშო ბურთები, სათამაშო ფორმები, ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის დრიბლინგის დასახვეწად საჭირო სპეციალური სათვალეები, სამწვრთნელო საქმიანობისთვის საჭირო დაფები, სასტვენები და სხვადასხვა სპორტული ატრიბუტიკა გადაეცათ.
✅ ????ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ლენტეხში, მის შესახვედრად შეკრებილ ახალგაზრდა კალათბურთელებს მასტერკლასი ჩაუტარა.
✅ბავშვებმა გულისყურით მოუსმინეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ კალათბურთელსა და ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს და, მისგან მეტად სასარგებლო რჩევა-დარიგებები და ავტოგრაფები მიიღეს.
✅რეგიონების განვითარების პროგრამა რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა და გრძელდება.
✅ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მომავალში აქტიურ ურთიერთანამშრომლობაზე სრული მზაობა გამოითქვა .