8- აგვისტო

✔ 15 წელი აგვისტოს ომიდან
✔დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ-მარადი ლიპარტელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ-გიორგი გაზდელიანმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, აგვისტოს ომში, სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპულ საქართველოს „ეროვნული გმირის“ ალეკო ონიანის ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავი გვირგვინით შეამკეს.
✔ალეკო ონიანი სოფელ შინდისთან, 22 თანამებრძოლთან ერთად, მტერთან უთანასწორო ბრძოლაში მოჰყვა და გმირულად დაიღუპა. ( მასთან ერთად 17 ჯარისკაცი დაეცა ბრძოლის ველზე).
✔ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ისევე, როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დაშვებულია სახელმწიფო დროშები.