ინფრასტრუქტურული პროექტები

✅რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი სოფელ ხელედში, ძუღვარეშის უბანში იმყოფებოდნენ და მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.
✅მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გამოიკვეთა შიდა სასოფლო გზისა და გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაციის აუცილებლობა.
✅ამ ეტაპზე გამოცხადებულია ძუღვარეშის უბანში გადასასვლელი ხიდის პროექტირება.
✅Ბოლო ერთი წლის მანძილზე სოფელ ხელედში 329,194 ათასი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა: ჭალების მიმართულებით შიდა სასოფლო გზის ბეტონის საფარით მოწყობა; ადგილ ისუნდერში მდ. Ხელედურას კალაპოტის გაწმენდა და გაბიონის დეზების მოწობა; ძუღვარეშის უბანში საავტომობილო გზის მოწყობის პირველი ეტაპი; წყლის სისტეების მოწყობა.
✅Სოფლის პროგრამის ფარგლებში სოფელ ხელედში მოეწყო მოსასვენებელი სკვერი და სკალდის მთის მიმართულებით სამეურნეო გზა.
✅,,თითოეული მოქალაქის საჭიროება მნიშვნელოვანია, ვცდილობთ გავითვალისწინოთ მათ მიერ დაყენებული საკითხები და შესაძლებლობის ფარგლებში მოვაგვაროთ ისინი’’-აღნიშნა გია ონიანმა.
✅ლენტეხის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი და უკვე მიმდინარე პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა და ამ ეტაპზე რვავე თემში აქტიურად მიმდინარეობს.