,,შინდისის გმირები”

☑️2008 წლის 11 აგვისტო- თარიღი რომელიც შინდისის გმირების ისტორიაზე გვიყვება.
☑️შინდისის ბრძოლა აგვისტოს ომის გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია.
☑️მსუბუქად შეიარაღებული 22 ქართველი ჯარისკაცი აგვისტოს ომის დროს რუსულ ბატალიონთან არათანაბარ ბრძოლაში მოჰყვა, რასაც მხოლოდ 5 ქართველი ჯარისკაცი გადაურჩა.
☑️ამ შეტაკების ცალკე ნაწილია ნათლიისაა და ნათლულის ისტორია. უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი მტერს არ დანებდა და ნათლულ, კაპრალ რომან ზოიძესთან ერთად თავი ყუმბარით აიფეთქა.
☑️ალექსანდრე ონიანი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა და ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. რომან ზოიძე კი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
☑️ალეკო ონიანის ხსოვნას კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარადი ლიპარტელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
☑️ალეკო ონიანს მიეძღვნა სიმღერა, რომელიც ანსამბლ ,,ლილეს’’ სოლისტმა გულადი ლიპარტელიანმა შექმნა და დღეს მის საფლავზე პირველად გაჟღერდა.
☑️ალექსანდრე ონიანი-გმირებში კიდევ უფრო გამორჩეული გმირი.