,,ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად”
„ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ – კამპანიის ფარგლებში სოფელ სასაშში, ჟახუნდერსა და ჩიხარეშში 97 მოქალაქე COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
ვაქცინებისა და ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით ხორციელდება. კამპანიას მხარს უჭერენ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფონდი, დანია, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ევროკავშირი და შვედეთი. კამპანია ხორციელდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, რეგიონულ ხელისუფლებებთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან მჭიდრო თანამშრომლობით.