წინასაახალწლო ღონისძიება რცხმელურის საჯარო სკოლაში.

წინასაახალწლო ღონისძიება რცხმელურის საჯარო სკოლაში.
?საახალწლოდ მორთულ დარბაზში სკოლის მოსწავლეებმა დამდეგი 2022 წელი სიმღერით,ლექსებითა და ცეკვის ნომრების შესრულებით მიულოცეს მოწვეულ სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებას.
✅ღონისძიებას ესწრებოდნენ:ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი-გია ონიანი, მოადგილეები – მარადი ლიპარტელიანი და ბერდია ჩანქსელიანი.
?-“ჩვენი პრიორიტეტი სწორედ მომავალი თაობებისთვის განათლების მიცემის ხელშეწყობა იქნება. მუნიციპალიტეტი ყველანაირ პირობას შექმნის იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ ახალგაზრდებს შორის გაცვლით პროგრამებში, კურსებსა და სხვადასხვა სახის ღონისძიებებში, სადაც საშუალება გექნებათ განავითაროთ საკუთარი თავი და თქვენი რაიონი ღირსეულად წარმოაჩინოთ.თქვენ ხართ ჩვენი რაიონის მომავალი”- მიმართა მოსწავლეებს გია ონიანმა.
??კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ 2022 წელს.ჯანმრთელობის, სიკეთის და წარმატების წელი ყოფილიყოს სრულიად საქართველოსთვის.?