ლენტეხის ,,მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის” საახალწლო კონცერტი ახალგაზრდულ ცენტრში.

?ლენტეხის ,,მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის” საახალწლო კონცერტი ახალგაზრდულ ცენტრში.
?დღეს ა(ა)ი.პ. კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული სახელოვნებო სკოლების: მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის, სამხატვრო და მუსიკალური სკოლების ერთობლივი ორგანიზებით, ლენტეხის ახალგაზრდულ ცენტრში წინა საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
?კონცერტში ,,მოსწავლე ახალგაზრდობის” აღსაზრდელებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ამ სკოლებთან არსებულმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა, ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, ცეკვისა და სიმღერის ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა, რამაც დამსწრე საზოგადოებას საათნახევრის განმავლობაში წინა საახალწლო განწყობა შეუქმნა.
?ღონისძიებას ესწრებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, მერის პირველი მოადგილე მარადი ლიპარტელიანი და სხვა ხელმძღვანელი პირები.
✅,,პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ღონისძიების ორგანიზატორებს, თქვენი დაუღალავი შრომისთვის, იმისთვის რომ, მიუხედავად, რთული პერიოდისა და პანდემიისა, პირნათლად, ასრულებთ თქვენზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს და მომავალ თაობებს ასაზრდოებთ ქართული კულტურითა და ხელოვნებით.
კიდევ, ერთხელ გილოცავთ,დამდეგ 2022 წელს. Მომავალ წელს ყველანი ერთად, შევხვდებით ახლადრეაბილიტირებულ კულტურის სახლში, სადაც სრული პირობა იქნება იმისთვის, რომ ამ სფეროში მოღვაწე თითოულმა ადამიანმა თავი კომორტულად იგრძნოს და განვითარდეს.
გისურვებთ წინსვლას და წარმატებას.”
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი.?