წყლის სათავე ნაგებობების მოწყობა-მშენებლობის სამუშაოები

✅ ლენტეხის მუნიციპალიტეტში წყლის სათავე ნაგებობების მოწყობა-მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და უმეტესობა პროექტების უკვე დასრულებულია ან დასრულების ეტაპზეა.
✅ დასრულებული სამუშაოები სოფელ ბაბილში მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძემ და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიორგი გულბანმა მოინახულეს.
✅ პროექტი შ.პ.ს ,, ვიქტორია+’’შეასრულა,რომლის სახელშეკრულებლო ღირებულება 160 678.09 ლარს შეადგენდა.
✅ წყლის სისტემების სათავე ნაგებობებისა,მაგისტრალების მოწყობა-მშენებლობა და მოსახლეობისთვის ეკოლოგიურად სუფთა წყლის მიწოდება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
✅ წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მიმდინარე წელს მთლიანობაში 533 128 ლარი გამოიყო.