სოფელ ტვიბში, მდინარე მუხრას კალაპოტის გაწმენდა-გასწორხაზოვნება

✅ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიბში, მდინარე მუხრას კალაპოტის გაწმენდა-გასწორხაზოვნებისა და კალაპოტის დაცვის მიზნით რკინა-ბეტონის დეზების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
✅ მიმდინარე სამუშაოებს შ.პ.ს ,,თეგეკომპანი“ ასრულებს. პროექტის სახელშეკრულებლო ღირებულება 1 000 000 ლარს შეადგენს,რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მუხლიდან გამოიყო.
✅ უნდა აღინიშნოს, რომ მდინარე მუხრა წლებია უხვი ნალექის შემთხვევაში კალაპოტიდან გადმოდიოდა და როგორც მოსახლეობას, ასევე, საავტომობილო გზას უქმნიდა საფრთხეს.