დევნილთა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია

????ლენტეხის მუნიციპალიტეტში, დევნილთა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.
✅️ სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს გადაეცათ.
????️️სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ჯგუბურიამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ მჟავიამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველმა როლანდ ნიჟარაძემ, აპარატის თანამშრომლებმა ნანა კვარაცხელიამ, ზურაბ კობახიძემ, გიგა შელიამ და ნიკა ქარდავამ გადასცეს.
✅️დევნილებთან შეხვედრის დროს მიმდინარეობდა მსჯელობა ზემოაღნიშნული ოჯახების წინაშე არსებულ პრობლემებზე, ამ კუთხით ადგილობრივი და ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლების ერთობლივ მუშაობაზე.
????აქციის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საპატიო და მადლობის სიგელებით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები დაჯილდოვდნენ.დევნილებთან ერთად კეთილსინდისიერი თანამშრომლობისთვის დაჯილდოვდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ხათუნა ლიპარტელიანი.
????️️შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე-ბერდია ჩანქსელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი- ნათია კოპალიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.