შეხვედრა ბაღის თანამშრომლებთან

 ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი და მერის მოადგილე მარადი ლიპარტელიანი სოფ. საყდრის ბაღის გახსნასთან დაკავშირებით აღმზრდელ-პედაგოგებს შეხვდნენ.
✅აღსანიშნავია, რომ სოფლის მოსახლეობას წლების მანძილზე ჰქონდათ სურვილი, სოფელში საბავშვო ბაღი გახსნილიყო.
✅ლენტეხის მერიის მიერ სოფელ საყდარში მოძიებულია საბავშვო ბაღისთვის სრულიად ადაპტირებული და გარემონტებული ფართი.
✅რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის, სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის და მუნიციპალიტეტის მერის გია ონიანის უშუალო ჩართულობით შენობა აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით.
✅საბავშვო ბაღში სულ შვიდი აღსაზრდელია, სადაც, ასევე ხუთი პერსონალი დასაქმდა.
✅ შეხვედრაზე მერმა მოისმინა მათგან სხვა საჭიროებები და შესაბამის საკითხებში დახმარება აღუთქვა.
✅პედაგოგებმა კი მადლობა გადაუხადეს მერს თანადგომისა და გულისხმიერებისთვის.
✅საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს 4 მაისიდან მიიღებს.