სოფელ ნანარის მოსახლეობასთან შეხვედრა

✅ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ნანარის მოსახლეობას შეხვდა.
✅მოსახლეობისათვის შეხვედრის მთავარი თემა წყლის სისტემების რაებილიტაცია და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა წარმოადგენდა.
✅მერმა მოსახლეობისათვის საინტერესო კითხვებს უპასუხა, მოისმინა მათი პრობლემები და მერიის კომპეტენციის ფარგლებში არსებული პრობლემის გადაჭრას დაპირდა.
✅,,შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხების გადაჭრა ეტაპობრივად მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოხდება. შეხვედრების მთავრი მიზანიც, სწორედ ამ საჭიროებების გამოვლენა და მათზე დროული რეაგირებაა, რისთვისაც მუნიციპალიტეტი მუშაობას აქტიურად გააგრძელებს’’-განაცხადა მერმა გია ონიანმა.