ძიუდოს ტურნირი მესტიაში

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 14-15 მაისს, დაბა მესტიაში, ლერი ნაკანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე, ა(ა)იპ. ლენტეხის სასპორტო სკოლების გაერთიანების სპორტსმენებმა ერთი ოქრო და ცხრა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტურნირი 2008-2009 და 2010-1011 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის გაიმართა, რომელშიც  31 გუნდი მონაწილეობდა.

გვასახელეს პატარა ძიუდოისტებმა. თეიმურაზ გუგავამ 55კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლები წილად ხვდათ: გიორგი ქურასბედიანს, მაქსიმე ქურასბედიანს, საბა აფაქიძეს, ნიკა აფაქიძეს, ნიკოლოზ ჩანქსელიანს, საბა გაზდელიანს და შურმან ბენდელიანს.

ვულოცავთ მოპოვებულ გამარჯვებას ა(ა)იპ. სასპორტო სკოლების გაერთიანებას, მათ მწვრთნელებს: იაკობ გაზდელიანს, თორნიკე გვიჭიანს, მათე ბენდელიანს, პაატა აფაქიძეს, ლევან ბენდელიანს.

მადლობას ვუხდით მესტიის მუნიციპალიტეტის მერს, კაპიტონ ჟორჟოლიანს ყურადღებისთვის და თანადგომისთვის.