უფასო კვლევები

????დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ,,რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის“ ლენტეხის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, შ.პ.ს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრის ,,ჰერას” მაღალკვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალის მობილურმა ჯგუფმა უფასო კვლევები ჩაატარა.
????40-დან 70 წლის ჩათვლით ქალბატონებს ჩაუტარდათ ძუძუს კიბოს სკრინინგი.
????აღნიშნული აქცია, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელშეწყობით გაიმართა.
????მსგავსი სახის აქციები მომავალშიც გაგრძელდება.