ახალი 2023 სასწავლო წელი

✅????დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. ყველა პირველკლასელს საჩუქრად ახალი ნეტბუქები და სასწავლო სახელმძღვანელოები გადაეცა.
✨????ახალი სასწავლო წელი, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გია ონიანმა ხოფურისა და რცხმელურის საჯარო სკოლებიდან მიულოცა:
???????? ,,თითოეულ მოსწავლეს, პედაგოგებს, მშობლებს და განსაკუთრებით პირველკლასელებს, მინდა ,მოგილოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება. იცით, რომ წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორია ცოდნა. მჯერა, სკოლებს, რომელთაც აქვთ დიდებული წარსული, კარგი აწმყო, ექნებათ დიდი მომავალიც. დარწმუნებული ვარ, მრავალი თაობის აღმზრდელი პედაგოგების დახმარებით და თქვენი სწავლით, ღირსეული თაობა აღიზრდებით. თქვენ ხართ ჩვენი იმედი და მწამს, მომავალში გამოადგბით, როგორც ჩვენს კუთხეს, ასევე სრულიად საქართველოს. გისურვებთ კიდევ ერთხელ წარმატებებს. ’’
⚫️საზეიმო ღონისძიებების დაწყებამდე საჯარო სკოლებში, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს შოვის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას.